8 წლის გიგის მხოლოდ ერთი ოცნება აქვს - სახლი აღარავის დაუნგრიონ.
გიგი 17 კვადრატულში, ბეტონის კედლებში 1 ოთახში მშობლებთან ერთად ცხოვრობს. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ქუჩაში თამაში უყვარს და ექიმობაზე ოცნებობს.
ოცნების ახდენის ნაცვლად ახლა გიგისაც და მის ოჯახსაც სხვა სადარდებელი აქვს. დედაქალაქის მერის ბრძანებით 4 დღეში მათ სახლს მძიმე ტექნიკა დაუნგრევს. დედ-მამა შშმ პირები არაინ. იღებენ პენსიას, რომელიც წინასწარ გამოიტანეს და 1 ოთახიანი ქოხი ააშენეს, თუ ახლა ამასაც დაანგრევენ, პენსიის გარეშე, ღია ცის ქვეშ აღმოჩნდებიან.
ჩანგელიების დასახმარებლად იურისტები გაერთიანდნენ და უკვე მიმართეს საქალაქო სასამართლოს 8 წლის გიგი მშობლებთან ერთად, ამ მძიმე ეპიდემიის დროს ხელისუფლებამ ქუჩაში არ გაასახლოს.
ჩანგელიების მსგავსად, საცხოვრებელს კიდევ ექვს ოჯახს დაუნგრევენ. მათი უმრავლესობა სოციალურად დაუცველია, საკვებს კი უფასო სასადილოებიდან იღებენ და ერთმანეთს უნაწილებენ. იციან, რომ სახელმწიფოს მიწაზე უნებართვოდ ააშენეს თავშესაფრები, თუმცა სხვა გამოსავალი არ ჰქონიათ.
ოჯახებს მხოლოდ 4 დღე მისცეს ვადა, რომ საკუთარი ძალებით დაშალონ ძლივს აშენებული პატარა ბინები, წინააღმდეგ შემთხვევაში სახლებს მძიმე ტექნიკა დაანგრევს.
აფრიკის დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები დედაქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვენ, იმისათვის, რომ საკუთარი მონაცემები გადასცენ და უთხრან რომ რეალურად სხვაგან წასასვლელი არ აქვთ და სთხოვონ რომ ქუჩაში პატარა ბავშვებთან ერთად არ დატოვონ. თხოვნის მიუხედავად კახი კალაძეს დღე ამ ადამიანებისთვის არ უპასუხია.