ქუთაისის მერია 12 ავტომობილის გასარეცხად 7 680 ლარიან ტენდერს აცხადებს.
სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, მერიის კუთვნილი 5 ჯიპი და 7 სედანი ურიგოდ, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ერთი წლის განმავლობაში უნდა გაირეცხოს.
ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნით, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ზემოაღნიშნული მანქანების როგორც გარე, ასევე შიდა-სალონის, საბარგულის რეცხვა-დასუფთავება.
მანქანები კი მაღალი ხარისხის სარეცხი და საწმენდი სპეციალური საშუალებებისთა და ტექნიკური მოწყობილობებით უნდა გაირეცხოს.