მარნეულიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის სიმპტომებით 9 დღის ახალშობილი გადაიყვანეს. კოვიდ 19-ზე ტესტირების ჩასატარებლად მისი გენეტიკური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება. ჩვილის საეჭვო კლასტერში მოხვედრის მიზეზი უცნობია.
ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის მძიმეა.
გუშინ გადმოყვანილი იქნა მარნეულიდან 9 დღის ახალშობილი, რომელიც განიხილება როგორც საეჭვო შემთხვევა. სუნთქვის მწვავე უკმარისობით. ამ ეტაპზე ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია. იგზავნება ნაცხი ლუგარის ლაბორატორიაში,"- განაცხადა კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ლევან რატიანმა.