გოგი წულაიამ ქუთაისში 3 წლის წინ დაწყებულ გზის რეაბილიტაციას იუბილე გადაუხადა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ, 3 წლის წინ დაწყებულ და ამ დრომდე დაუსრულებელ წერეთლის ქუჩას "იუბილე გადაუხადა".

წულაია ამბობს, რომ ქუჩაზე ათობით კომერციული ობიექტია, თუმცა ხელისუფლება გზის შეკეთებაზე მაინც არ ზრუნავს. 

"დღეს ზუსტად 3 წელი შესრულდა, რაც აქ დაიწყო სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ეს ხელისუფლების უთავობაა. მე-3 წელია ხალხს და ამ ქუჩაზე განთავსებულ ობიექტებს არ ღირსებია გზა. მტვერი ზაფხულზე, ზამთარში ტალახი. ინფრასტრუქტურის მინისტრს მივულოცე, მათი პირმშო, შედეგის ნაყოფი რომ გახდა 3 წლის", - ამბობს წულაია.

ცნობისთვის, ქუჩის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარია გამოყოფილი. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი