ნეკნები დამტვრეული ჰქონდა, ნაწამები იყო...- გარდაცვლილი 36 წლის კაცის ოჯახი ხონის ფსიქიატრიულს პაციენტის ცემაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

36 წლის კაცის ოჯახი ხონის ფსიქიატრიული კლინიკის ნარკოლოგიურ განყოფილებას პაცინტის ცემასა და წამებაში ადანაშაულებენ, რასაც, ახლობლების მტკიცებით, კობა ჩახუნაშვილის გარდაცვალება მოჰყვა.

გარდაცვლილის ცოლი ამბობს, რომ ოჯახმა ის ნარკოლოგიურ საავადმყოფოში 10 დეკემბერს ჭარბი ალკოჰოლის მიღების გამო შეიყვანა; ადგილზე პაციენტს სასტიკად ეპყრობოდნენ, ბოლოს კორონავირუსითაც დაინფიცირდა, ქუთაისის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ კი მალევე გარდაიცვალა. 

"შუბლის ძვალი ჩატეხილი ჰქონდა, ნეკნები დამტვრეული, ფეხი ამოვარდნილი, მუხლი დალურჯებული, ანუ ნაწამები იყო რასაც ჰქვია. ველოდებით ექსპერტის პასუხებს და იმის მიხედვით ვიბრძოლებ მერე", - ამბობს ცოლი, ლალი ჩიქვანია. 

"აქედან გადავიყვანე სრულიად ჯანმრთელი, ტანზე მეთვითონ ჩავაცვი, დაზიანებები არ ჰქონდა", - თქვა გარდაცვლილის დედამ, რუსუდან ჭკუასელმა.

ხონის ფსიქიატრიულის ადმინისტრაცია ბრალდებებს უარყოფს და სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი