საპროტესტო აქცია ქარელის რაიონში - სოფელ ზემო შაქშაქეთის მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელთან ახლოს ჰესი ააგეს, რათა მაცხოვრებლებს ელექტროენერგია ჰქონოდათ, თუმცა დაპირება სიცრუე აღმოჩნდა და ახლა არასწორი დაპროექტების გამო 40-მდე ოჯახს საცხოვრებელი სახლი ენგრევა.
"ვინგრევით. ერთს უკვე დაენგრა სახლი, 3 000 ლარი დაუჯდა გაკეთება. პრობლემა ჩვენთვის ეს არის, სარგებელი არ გვაქვს. მოგცემთო შუქსო უფასოსო, მაგრამ 100 კილოვატი ვთხოვეთ და ეგეც არ მოგვცეს", - ამბობს ერთერთი ადგილობრივი.
"ერთი მთავრობა მოვიდეს ნორმალური რომ თქვას, რაღაცა გეშველებაო. არავინ პატრონი არ არის", - ამბობს კიდევ ერთი სოფლის მაცხოვრებელი.
კომპანია, რომელიც ჰესის ასაშენებლად ოპერირებს, სახლების ნგრევის ფონზე მის გაძლირებას გეგმავს.
"მოატყუეს, შეცდომაში შეიყვანეს ხალხი და დადგეს ჰესი. მოსახლეობის ხელმოწერებით მივმართე ნათია თურნავას, პასუხი დღემდე არ მიმიღია", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თამარ დიასამიძე.
სოფელ ზემო შაქშაქეთის მოსახლეობა სამომავლოდაც აანონსებს საპროტესტო აქციებს.