სამართალდამცველები, რომლებიც საზოგადოებას უნდა იცავდნენ, ბავშვებს არაკანონიერი ქმედების ჩადენისკენ უბიძგებენ

გამოქვეყნდა:

პოლიციის განყოფილებიდან ღამის პირველ საათზე დაურეკეს 13 წლის გოგონას დედას და უთხრეს, რომ მისმა შვილმა, მეგობრებთან ერთად, თბილისის ერთერთი მაღაზია გაქურდა. არასრულწლოვნებმა მაღაზიის კარი შეამტვრიეს და ტექნიკა და ფული მოიპარეს. დაზარალებულმა სამართალდამცავები გამოიძახა. საპატრულო ეკიპაჟმა მოზარდების პოვნა  მიმდებარე ტერიტორიაზე მალევე მოახერხა. ეს შემთხვევა  ერთერთ გარეუბანში დაახლოებით ორი კვირის წინ მოხდა.

ასევე, 13-14 წლის ბავშვებმა გაიტაცეს პრადოს მარკის ავტომობილი დელისის მეტროს ტერიტორიიდან, ხალხმრავალი ადგილიდან. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ კი, ავტოავარიაში მოყვნენ.

მოზარდის დაუსჯელობის სინდრომი ახალგაზრდებისთვის შემდეგი დანაშაულის ჩადენის ბიძგის მიმცემად და წახალისებად იქცა. ასე ხდება ქვეყანაში, სადაც  პრევენციული ზომები არ არსებობს. ამ პრობლემის  წინაშე ათასობით ოჯახია ... დედები, მამები ბავშვების ქცევას ვერ აკონტროლებენ და ვერ არკვევენ მოტივს , თუ რატომ შეიძლება გაუჩნდეს მოზარდს სურვილი, გატეხოს მაღაზია,  გაიტაცოს მანქანა , გაქურდოს , დააყაჩაღოს, მოიპაროს... "შაბათის მთავარს"  ერთერთი არასრულწლოვანი ბავშვის დედა  დაუკავშირდა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, ამ მწვავე პრობლებას ებრძვის.

დანაშაულის გამომწვევი ფაქტორები კომპლექსურიაის როგორც ფსიქოლოგიური, ასევე, სოციალური გარემოებებისგანაც შედგებაარასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის მიზეზებად ბავშვობაში მიღებული ტრავმა, გადატანილი ძალადობა და კრიმინალური ავტორიტეტებისთვის მიბაძვაც მოიაზრება.

მოზარდები არაერთხელ ყოფილან შანტაჟის , მუქარისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ სრულწლოვანი ადამიანებისგან.  შეგვიძლია ამ თემასთან დაკავშირებით გავიხსენით ის ფაქტიც, სადაც მოზარდზე ზეწოლას თავად  პოლიციის თანამშრომლები  ახდნენ.

საუბარია კახა წაველიძეზე, რომელსაც  სამართალდამცავები პატრულის მანქანის გატაცებაში ადანაშაულებდნენ, მოზარდმა კი ავტომობილის მართვა არ იცოდა.  შემთხვევა 10 ივნისს მოხდა, კახა დააკავეს, ხუთი წელი და სამი თვე მიუსაჯეს. ამ დროს ის  17 წლის იყო.  

კახა წაველიძის დედა და მისი  მეგობრები დღემდე ამტკიცებენ , რომ კახა არაერთხელ გამხდარა ძალადობის მსხვერპლი,  პოლიციის თანამშრობლები ფიზიკურად  უსწორდებოდნენ  და სახლში ნაცემიც ბევრჯერ მისულა. კახას დედა ამბობს, რომ როგორც კი მოზარდი სამართალდამცავებმა  რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში შენიშნეს, მასზე ზეწოლა დაიწყეს - კახას უნდა გაექურდა და ნაქურდალი პოლიციის თანამშრომლებისთვის უნდა გაეყო. იყო მუქარაც.

გამოდის, რომ ის, ვინც საზოგადოებას უნდა იცავდეს და სამართლებრივი გზებით ცდილობდეს ბავშვთა უფლებების დაცვას,  ბავშვებს არაკანონიერი ქმედების ჩადენისკენ უბიძგებს. 14 წლამდე მოზარდებისთვის არ  არსებობს არანაირი სისტემა , რომელიც დაიცავს ბავშვებს. არაფერს აკეთებს  განათლების  სამინისტროც , რომელსაც უდიდესი როლი ეკისრება  პრეცენციული ზომების მიღებაში. იკარგება თაობები, ბავშვები ეჩვევიან ასეთ ცხოვრებას და როდესაც 18 წლის გახდებიან, ციხეში აღმოჩნდებიან - ასეთია ჩვენი მთავრობის გამოსავალი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი