კახეთში სოციალურად დაუცველების საახალწლო კალათა შემცირდა - მასში მხოლოდ ტკბილეული დატოვეს

გამოქვეყნდა:

კახეთში სოციალურად დაუცველები, მრავალშვილიანები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები 36.4 ლარიან საახალწლო კალათას მიიღებენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დარიგებულ კალათაში არ იქნება ხორც-პროდუქტები, არც რძის ნაწარმი - განსხვავებით წინა წლებისგან. კალათა მხოლოდ ტკბილეულით შეივსება. 

"თვითონ ეყოფათ? ჩვენ არ გვეყოფა - 5 ბავშვის პატრონი ვარ" - ამბობს ერთერთი ადგილობრივი. 

ოპოზიცია ლაგოდეხის მერიის გადაწყვეტილებას აფასებს და ფიქრობს, რომ სახელისუფლებო გუნდს გაჭირვებული მოქალაქეები მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდება. 

"36 ლარი კი არა, დარწმუნებული ვარ, უფრო ნაკლებს გაიმეტებენ. მათი ერთადერთი საფიქრალია, რომ თვითონ იყვნენ კარგად", - ამბობს "ენმ"-ის წევრი, გიორგი ბოტკოველი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი