აქტივისტები პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად - ავტოკოლონა ვერის ბაღიდან გავა

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტები პოლტიპატიმრების - მათ შორის, "მთავარი არხის" ერთერთი დამფუძნებლისა და კარტოგრაფების - მხარდასაჭერად ვერის ბაღთან იკრიბებიან. 

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და დაუყონებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. 

"ჩვენ გავივლით პროკურატურასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, გლდანის ციხესთან - მთელი თბილისის მასშტაბით შევახსენებთ მთავრობას, რომ მათ უნდა დაასრულონ პოლიტიკური რეპრესიები. საჭიროა გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის, გიორგი რურუა, რომელიც დასაჯეს ოპოზიციური აზრის დაფინანსებისთვის", - ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე, ირაკლი ფავლენიშვილი.

"მოვივლით მთელს ქალაქ სიგნალებით და შევახსენებთ ყველას, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები. დღევანდელი ხელისუფლება სირაქლემის პოზაშია და ჯობია, გაითვალისწინონ პარტნიორი ქვეყნების მოწოდება", - ამბობს გიორგი შერვაშიძე

ვერის ბაღიდან ცოტა ხანში ავტოკოლონა გავა. როგორც აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი მთავარი მოთხოვნა 8 მარტის შეთახმების შესრულებაა.  

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი