მანათობელი პლანეტების გაერთიანება - უნიკალური ასტრონომიული მოვლენა

გამოქვეყნდა:

მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში დღეს მზის ჩასვლისთანავე მთვარესთან ერთად ცაზე დიდ მანათობელი გამოჩნდა - ეს სატურნის და იუპიტერის ერთგვარი გაერთიანებაა, რომელსაც ასტრონომიულად  "დიდი შეერთება" ეწოდება და რომელიც ბოლოს თვალხილული მხოლოდ 800 წლის წინ იყო. 

უიშვიათესი მოვლენა ცაზე მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა და მათ შორის საქართველოშიც. 

ბაზალეთში ჯერ კიდევ დაუსრულებელი პირველი კერძო ობსერვატორიის მკვლევარები შეიკრიბნენ იმისთვის, რომ მზის სისტემის ორი უდიდესი პლანეტის გაერთიანება ერთ კადრში მოახვედრონ და შემდეგ უკვე საზოგადოებას გაუზიარონ და უფრო მეტი ინტერესი გაუჩინონ სფეროს მიმართ - გეოასტროს პირველი ნაბიჯები ამ კუთხით უნიკალური მოვლენა აღმოჩნდა. 

სანამ დღეს ერთ კადრში სატურნი და იუპიტერი გაერთიანდებოდა, მანამდე შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა ორი მანათობელი მთვარესთან ერთად. თუ უამინდობის გამო ულამაზესი სანახაობა ცაზე დღეს ვერ შეამჩნიეთ, უდიდესი პლანეტები ერთად, კიდევ რამდენიმე დღე გამოჩნდება. საინტერესოა თუ რა ხდება ამ დროს მზის სისტემაში და რატომ არის სატურნისა და იუპიტერის ე.წ გაერთიანება ესეთი იშვიათი. 

ორი მანათობელის გაერთიანებას შობის ვარსკვლავსაც უწოდებენ. 

ლეგენდის თანახმად სწორედ ქრისტეს შობის მაუწყებელი და მოგვების მეგზური იყო ბეთლემამდე სატურნის და იუპიტერის ერთობა. 

უიშვიათესი მოვლენა ასტროლოგიურადაც ახალი ეპოქის მომასწავებელია, რომელიც ამჯერად მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს უკავშირდება და მისთვის დამახასიათებელი თვისებები ასტროლოგის თქმით წინა პლანზე წამოვა. 

სასიკეთო ცვლილებები მიხეილ ცაგარელის თქმით არა ერთბაშად არამედ ეტაპობრივად განხორციელდება და მოხდება ერთგვარი გარდატეხა, რაც საზოგადობაში სიკეთეს, სიმშვიდეს და სიყვარულს შემოიტანს

პლანეტები ამ სიახლოვეზე კიდევ უფრო მეტი სიკაშკაშით 2080 წელს გამოჩნდებიან.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი