ბოლნისიდან ორსული გადმოიყვანეს, რომელსაც სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

ბოლნისიდან ორსული გადმოიყვანეს, რომელსაც სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა. ის 24 კვირის ორსულია.

ექიმის თქმით, ახალგაზრდა ქალს ტემპერატურა აღენიშნება. ბოლნისში ჩატარებული სწრაფი ტესტით კი მას ახალი კორონავირუსი დაუდგინდა.

სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის თქმით, საქართველოში პირველი შემთხვევაა, როდესაც ორსულს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი. 

ტურძელაძე ამბობს, რომ პაციენტის კონტაქტების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ არის ცნობილი. მას ეპიდემიოლოგები შეხვდებიან და გაესაუბრებიან.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი