შიმშილი, თუ არასრულფასოვანი კვება - ოლიგარქის დეპუტატებს ხალხის გაჭირვების არ სჯერათ

გამოქვეყნდა:

ხელისუფლებისგან დავიწყებული ადამიანები, ზოგი ქუჩაში, ზოგი კი გათბობისა და საკვების გარეშე,  არსებობისთვის აუცილებელი  მინიმალური საჭიროებების შესაძენად, ხარჯებს გაჭირვებით ანაწილებენ. მაღალჩინოსნები მათ არსებობას ვერ ამჩნევენ. 

ამ ოჯახების არსებობის შესახებ არ იციან ქართული ოცნების დეპუტატებმა. ლადო კახაძე დღეს მთავრობის წევრებთან შეხვედრისას ვერ იჯერებდა, რომ შეიძლება საქართველოში ვინმე შიმშილით მოკვდეს.

უფრო თავდაჯერებულ იყო ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. დიმიტრი ხუნდაძეს არ სჯერა, რომ ქვეყანაში ბავშვები შიმშილობენ. მათთვის წინააღმდეგობა კომიტეტის სხდომაზე არავის გაუწევია. 

ოლიგარქის რეჟიმის დეპუტატებისგან განსხვავებით, ხალხი უკიდურეს გაჭირვებაზე საუბრობს. მით უფრო,  როცა მთავრობის მიერ მეორედ გამოცხადებული ლოქდაუნის გამო, ათასობით ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა, მთავრობას კი კრიზისიდან გამოსაყვანი გეგმა ჯერ არ მოუფიქრებია.

ქართული ოცნების დეპუტატები რომ ცრუობენ, ამას ადასტურებს არაერთი  კვლევა, რომლის მიხედვით ქვეყანაში ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის 300 ბავშვი მხოლოდ  შიმშილის ან შიმშილისგან გამოწვეული სხვადასხვა დაავადებით იღუპება. 

როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან - ხელისუფლებას კონკრეტული გეგმა არ აქვს, თუმცა იქამდე ვიდრე "ოცნების" დეპუტატები იმის გარკვევით არიან დაკავებული, რომელი ტერმინია სწორი - ბავშვთა შიმშილიანობა, თუ არასრულფასოვანი კვება, ქვეყანაში ათასობით ოჯახი სიღატაკის ზღვარზეა და საერთო ჯამში 150 ათასი ბავშვი შიმშილობს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი