ახალ წელს ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები არ გაიმართება. ამის შესახებ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, პეტრე ადამაძემ განაცხადა.
31 დეკემბერს ქალაქში არ ჩატარდება საახალწლო კონცერტი, არ იქნება საახალწლო ფოიერვერკი, ასევე, არ მოეწყობა საახალწლო ბაზრობა და არ ჩატარდება ალილო.
პეტრე ადამაძე ამბობს, წელს აქცენტი სოციალურ ღონისძიებებზე გაკეთდება, დარიგდება საახალწლო ნობათი..
რეგულაციებიდან გამომდინარე, ყველა სახის კულტურული ღონისძიება გაუქმებულია. გვინდოდა, რომ ქუთაისში საახალწლო ბაზრობა ყოფილიყო, თუმცა, ჩვენ ვუზრუნველყოფთ რომ მობილობა მაქსიმალურად იყოს შემცირებული. იმისათვის რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურდეს, წელს ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები არ იქნება,"-ამბობს პეტრე ადამაძე.
ქალაქში ეწყობა მთავარი საახალწლო ნაძვის ხე და განათებები, რაშიც 140 000 ლარი იხარჯება.