რიგები ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებთან - "ჭკვიან კამერები" მძღოლებს ავტომატურად დააჯარიმებს

გამოქვეყნდა:

დაუსრულებელი რიგები ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებთან - მძღოლებს სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების გასავლელად რიგში დგომა საათობით უწევთ. მთავრობამ მათი მოთხოვნები არ გაითვალისწინა და "ჭკვიან კამერებს" ჩაურთო ფუნქცია, რომელიც მძღოლებს ავტომატურად აჯარიმებს. 

რიგებია დილიდან გორშიც, მძღოლები ხელისუფლებას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ კორონავირუსის პანდემიის და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გაეთვალისწინებინა და სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების ვადა უნდა გაეხანგრძლივებინა. 

"მძიმე სიტუაციაა, დილის 5 საათიდან აქ ვდგავარ. ასე მოულოდნელად, ასე გამოცხადება, ამ პანდემიაში ამ უბედურებში, ამ უფულობაში შეიძლება? რაღაც მოგცეს ისევ უკან გართმევენ, 200 თუ 300 ლარია, უკან გართმევენ წამში, ეს რა უბედურებაა. ეთქვათ, ვადა დამთავრდა და ერთი-ორი კვირით ადრე გამოეცხადებინათ", - ამბობს ერთერთი მოქალაქე. 

შეგახსენებთ, რომ სავალდებულოპ ტექნიკური ინსპექტირერბა 2018 წლიდან ამოქმედდა, მძღოლებს ტექნიკუირ ინსპექტირებსი გავლა წელიწადში ერთხელ უწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიზიკური პირი 50 ლარით ჯარიმდება, ხოლო, იურიდიული პირი 200 ლარით. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი