4 მილიონიდან, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველებზე 250 000-ს ხარჯავს

გამოქვეყნდა:

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ბიუჯეტის თითქმის 70%-ს ხელფასებში ხარჯავს. "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, სააგენტოს ბიუჯეტიდან 4 მილიონიანი დაფინანსება აქვს, საიდანაც ცხოველებზე მხოლოდ 250 000 იხარჯება, დანარჩენი კი ხელფასებსა და ბიუროკრატიაში მიდის.

20% ადმინისტრაციულ და ბიუროკრატულ ხარჯებს უჭირავს, ცხოველების მოვლა-შენახვაზე კი ხშირად 10%-ზე ნაკლები მოდის.

2017 წელს დანამატის სახით გაცემული 82,440 ლარი 135 ადამიანიდან მხოლოდ სამმა გაინაწილა, ამის შემდეგ სააგენტომ დანამატებზე “უარი” თქვა, სამაგიეროდ დირექტორის ხელფასი თითქმის გაორმაგდა და თვეში დაახლოებით 5,600 ლარს შეადგენდა, მოადგილეების კი 4,500 ლარს - წერია ინფორმაციაში

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი