ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე მერმა კომენდანტის საათის დროს აანთო

გამოქვეყნდა:

ქუთაისში  მთავარი ნაძვის ხე, ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა კომენდანტის საათის დროს აანთო. ნაძვის ხის  ანთების ცერემონიალს მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე ადამიანები ესწრებოდნენ, რიგითი ქუთაისელები კი, რომლებსაც საშვი არ ჰქონდათ, ცერემონიალს ვერ დაესწრნენ, რადგან მათზე საჯარიმო სანქციები განხორციელდებოდა.

მათ ნაძვის ხის ანთების ცერემონიალის ყურების საშუალება მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქ-ლაივის საშუალებით ჰქონდათ.

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ნაძვის ხე ქუთაისელ მედიკოსებთან ერთად აანთო.                     

"ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი ორჯერ გადადეს, პირდაპირ გვითხრეს ვიდრე ხალხი იქნებით არ ავანთებთო, თავისი თავისთვის აინთეს ნაძვის ხე, ჩვენ კი კომენდანტის საათის დაწყების გამო წამოვედით სახლში,"- აცხადებს ერთერთი ადგილობრივი.

როგორც ქუთაისის  მერიაში აცხადებენ, ნაძვის ხე ბაგრატის ტაძრის ორნამენტების ფრაგმენტული გამოსახულებებითაა შემკული.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი