"ოცნების" მაღალჩინოსნები და მათთან დაახლოებული პირები, მწვანე ზონასა და უნიკალურ ტყეებს მარტივად ისაკუთრებენ

გამოქვეყნდა:

მცხეთის მწვანე ზონა და უნიკალური ტყე, რომლის ნაწილი ახლა კერძო საკუთრება გახდა. მიწების  გადაფორმება ცოტა ხნის წინ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებმა და მათთან დაახლოებულმა პირებმა დაიწყეს.

ისტორიულ ქალაქში სახელმწიფოს მიწის, 2685 კვადრატი დიმიტრი ხუნდაძის მძღოლმა ზაზა ურთაშვილმა 6 დეკემბერს გადაიფომა, ამისთვის მას მხოლოდ ორი მეზობლის სიტყვიერი დამოწმება და საარქივო ცნობა დასჭირდა. გადაფორმებიდან ზუსტად 24 საათში დიმიტრი ხუნდაძის უახლოესი გარემოცვის წევრი ძვირადღირებულ მიწას ვინმე, თამაზ მარტოლეკზე 15 000 ლარად - კვადრატს დაახლოებით ხუთლარნახევრად ყიდის - პირველ რიგში საეჭვოა გადაფორმების გზა, რადგან ეს მიწა მწვანე ზონიშია, ასევე სიმბოლური თანხა დაახლოებით 2 დოლარი, მაშინ, როცა ამ ადგილიდან დაახლოებით 300 მეტრში ერთი კვადრატი 50-100 დოლარმდე ღირს.

"მთავარი" მივიდა მიწის მყიდველის - თამაზ მარტოლეკის იურდიულ მისამართზე, სადაც მხოლოდ ოჯახის უხუცესი წევრები დაგვხვდნენ. მარტოლეკის ბაბუა დიმიტრი ხუნდაძის მძღოლთან ახლობლობას არ უარყოფს და ამბობს, რომ მიწა სჭირდებოდათ და ამიტომ იყიდეს.

ზაზა ურთაშვილი ამტკიცებს, რომ მის მიერ გაყიდული 3000 კვადრატამდე მიწა, თამაზ მარტოლეკს  მხოლოდ ვაზის გასაშენებლად უნდა და არანაირი ბიზნეს გეგმა არ აქვს. არადა აქ ჩნდება კითხვა, რატომ გაყიდა სიმბოლურ ფასად ძვირადღირებული მიწა - ხომ არ ცდილობს ამით საქმეში კეთილსინდისიერი მყიდველის შემოყვანას, რომ ისტორიულ ადგილზე საჭიროების შემთხვევაში მიწის სახელმწიფოსთვის დაბრუნება გართულდეს. ხუნდძის მძღოლი ამბობობს, რომ მისი უფროსი ამ საქმეში გარეული არ არის და არც კი, იცოდა, რომ მისი თანამშრომელი მცხეთაში მიწას იფორმებდა.

ზაზა ურთაშვილის მტკიცება, რომ თითქოს ხუნდაძე საქმის კურსში არ იყო, თავად დეპუტატმა გაბათილა. ყოფილმა ამბოხებულმა მაჟორიტარმა, ყველა დეტალი იცოდა ჩვენს დასმულ კითხვაზე პასუხიც გაგვცა და მტკიცება დაიწყო, რომ მისმა მძღოლმა მშობლიური მიწა კანონიერად გადაიფორმა.

ურთაშვილის ნაკვეთის  გვერდით ჯამში 970 კვადრატი დიმიტრი ხუნდაძის მეზობელმა და ამავდროულად მცხეთის მერის მოადგილემ, გივი გიუტაშვილმა საკუთარი და მოხუცი მამის გურამ გიუტაშვილის სახელზე გადააფორმა. მერის მოადგილე ამტკიცებს, ყველაფერი კანონიერია, დაგვპირდა, რომ ჩვენს კითხვებს უპასუხებდა, თუმცა, ამის შემდეგ "მთავარი არხის" ზარებს არ პასუხობს.

"მთავარი არხის" მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ დიმიტრი ხუნდაძის სხვა მეზობლებიც და მერის მოადგილესთან დაახლოებული პირები მცხეთის მწვანე ზონაში მიწების გადაფორმებას გეგმავენ. მათმა ნაწილმა უკვე დაიწყო სახელმწიფო მიწის რეგისტრაცია. ეს კი, საეჭვოდ  ემთხვევა ისტორიული ქალაქის გენერალური გეგმის დამტკიცებას, რომელის შემდეგ მიწების გადაფორმება კიდევ უფრო გართულდება.

იუნესკოს მიერ უნიკალურ ძეგლად აღიარებულ მცხეთაში მიწებს რამდენიმე დღეში უმარტივესად  იფორმებენ, მაშინ, როცა ნაგავსაყრელზე სოციალურად დაუცველ და დევნილ გაჭირვებულ მოქლაქეებს ბულდოზერები სახლებს ცივ ზამთარში, პანდემიის დროს უნგრევენ. აფრიკის დასახლებაში კახა კალაძემ ჯერ წვინიამი ამინდის დროს გაუშვა მძიმე ტექნიკა და დიდი რაოდენობით პოლიცია, შემდეგ კი, გამთენიისას 7 საათზე, რომ მედიიას არ გადაეღო უმძიმესი კადრები და საზოგადოებას არ ენახა "ოცნების" სისასტიკე.

სახელმწიფოს შერჩევითი პოლიტიკა, რომ აქვს ამაზე მეტყველებს კიდევ ერთი ფაქტი. მიწასთან გასწორებული სახლების მიმდებარედ ათასობით კვადრატულ მიწას ძალიან იაფად  ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძის კომპანიას - „როიალ დეველოფმენთს“ გადასცეს.  62 887 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა ნაგებობა  ქვემო ალექსეევკას დასახლებაში სახელმწიფომ ბიძინა ივანიშვილან დაახლოებულ ფარცხალაძეს 200 000  ლარად გადასცა, ეს დაახლოებით კვადრატი 3 ლარი გამოდის. პირობა კი, მინიმუმ 10 000 000 მილიონი ლარის ინვესტიცია იყო. ფარცხალაძემ, რა თქმა უნდა, არანაირი ინვესტიცია არ განახორციელა და ერთ წელში სახელმწიფოს 200 000 ლარად ნაყიდი ადგილი სახელმწიფო კომპანია - საპარტნიორო ფონდს 6-ჯერ უფრეო ძვირად - 1 250 000 ლარად მიჰყიდა. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, რომელიც იმ დროს საპარტნიორო ფონდს წარმოადგენდა, ახლა ფარცხალაძისა და სახელმწიფოს კორუფციულ გარიგებაზე ამბობს, რომ ყველაფერი კანონიერად გაკეთდა.

ოპოზიცია "ქართული ოცნების" ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ერთი მხრივ ხელისუფლება ანგრევს სოციალურად გაჭირვებულების სახლებს, ამავდროულად კი, მიწებს ბიძინა ივნაიშვილის "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულ პირებს ხშირად სიმბოლურ ფასად ჩუქნიან და დაბრკოლებების გარეშე უფრომებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი