ყომარი ჩვენი თამაშია? - თბილისის მერია მოსწავლეებს ნარდის ყომარში აჯიბრებს

გამოქვეყნდა:

ფეხბურთი ჩვენი თამაშია? ამ შეკითხვის პასუხად, ალბათ, მხრებს უმწეოდ აიჩეჩავთ და, მართალიც იქნებით. 

აბა, რაგბია ჩვენი თამაში? ამაზეც, ისევ მხრების აჩეჩვაღა თუ დაგვრჩენია. 

აბა, რა არის ჩვენი თამაში? 

თბილისის მერია გვეუბნება, რომ ჩვენი თამაში ყომარია. უფრო კონკრეტულად, ნარდის ყომარი. 

ნარდს დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. 

90-იანების თაობამ შიმშილი, უწყლობა, უშუქობა და სიცივე სწორედ ნარდის წყალობით გადააგორა, ჰოდა, თბილისი მერიამ, ეტყობა, იყნოსა, სადღაც მაქეთკენ მივდივართო და, გადაწყვიტა, ყომარის ტრადიცია დავიწყებისთვის არ მიეცა. ამისთვის მერიამ, არც მეტი, არც ნაკლები, სკოლებში ნარდის ჩემპიონატის ჩასატარებლად დაფინანსება გამოყო.

ეს არცაა გასაკვირი, როგორც ჩანს, თბილისის მერს ნარდის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს - კახა კალაძე სახლში ინახავს ციხეში გაკეთებულ ნარდს, რომელიც მას უსახსოვრეს. 

ავტორი: ბექა ყორშია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი