ლეგენდარული ტელეწამყვანი ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

გარდაიცვალა ცნობილი ტელეწამყვანი, მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ჯულიეტა ვაშაყმაძე. 

ეს სახელი და გვარი, ჯერ კიდევ საქართველოს ტელევიზიის დაარსების დღიდან დაუკავშირდა ტელევიზიას და ამ მოცემულობაში, წლების გასვლის მიუხედავად, არაფერი შეიცვლება - ჯულიეტა ვაშაყმაძე, საქართველოში მუდამ იქნება დაკავშირებული ტელევიზიის წარსულთან, აწმყოსთან და მომავალთანაც, რადგან მის თავანკარა ქართულზე, უბადლო მეტყველებაზე, განუმეორებელ დიქციაზე თაობები იზრდებოდა და გაიზრდება. ქალბატონი ჯულიეტა საქართველოს ტელევიზიაში მისი დაარსების დღიდან მუშაობდა.

როგორც მისი მეგობრები და უფროსი თაობის კოლეგები იხსენებენ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ე.წ. ტვ სუფლიორი არ არსებობდა, ჯულიეტა ვაშაყმაძისთვის რამდენიმე წუთი იყო საკმარისი, საკმაოდ დიდი მოცულობის ტექსტისთვის თვალი გადაევლო, დაემახსოვრებინა და უშეცდომოდ გაემეორებინა პირდაპირ ეთერში. 

დაქორწინებულია ტელერეჟისორ შალვა გაბუნიაზე, წყვილს ქალიშვილი და ორი ვაჟიშვილი ჰყავს — გიორგი, რომელიც თავადაც ცნობილი ტელეწამყვანია და დათა, რომელიც ასევე ტელევიზიაში მუშაობს და ის გამოცდილი პროდუსერია.

'მთავარი არხი" სამძიმარს უცხადებს ოჯახს და ახლობლებს, ქალბატონი ჯულიეტას გარდაცვალების გამო. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი