შიდა ქართლის იმ ნაწილში, სადაც ინტერნეტი არაა ან მძიმე სოციალური პირობების გამო ოჯახები ონლაინ გაკვეთილებისთვის საჭირო ტექნიკას ვერ ყიდულობენ, მოსწავლეები სასწავლო პროცესებს ვერც დისტანციურად ესწრებიან და ამიტომ, შესაძლოა, სკოლის მიღმა აღმოჩნდნენ.
ეს პრობლემა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსწავლეებისაც აქვთ.
სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ განათლების უფლება კონსტიტუციურია და ხელისუფლებას აქამდე უნდა ეზრუნა იმ მოსწავლეებზე, რომელთაც ინტერნეტი არ აქვთ.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის პირობებში მთელი ქვეყნის მასშტაბით გაკვეთილები დისტანციურ რეჟიმში ტარდება.