სასტუმრო "ვინოტელში" კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვს კიდევ ორი მიემატა. რომანოვების სარიტუალო სუფრასთან, ქართული ესტრადის ცნობილი მომღერლებიც დაავადდნენ. 59 და 62 წლის ქალბატონები, კოვიდ 19-ის დიაგნოზით საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს. ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
"მთავარმა" არხმა დღეს გაარკვია, რომ ინფიცირებული პაციენტისთვის, საავდმყოფოში მოთავსებამდე თვითიზოლაციის მითითება არავის მიუცია და ის თავისუფლად გადაადგილდებოდა. კლინიკას კი მხოლოდ მას შემდეგ მიმართა, რაც გაარკვია, რომ სარიტუალო სუფრის წევრებს, კორონავირუსი დაუდგინდათ, მოგვიანებით კი თავი თავადაც შეუძლოდ იგრძნო.
შედარებით მძიმეა მეორე ინფიცირებული მომღერლის მდგომარეობა, მისი შვილი, რომელიც მუსიკოსია ახლა თვითიზოლაციაშია მოთავსებული. "მთავარ არხს" ის უყვება, რომ ტელევიზიით ინფორმაციის მიღების შემდეგ მისი ოჯახი მიხვდა, რომ რისკის ქვეშ იყო, რადგან რომანოვის ორმოცის დროს იმავე რესტორანში სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, ამიტომ სასწრაფო თავად გამოუძახეს, თუმცა კლინიკაში ექიმებმა არ გადაიყვანეს, ვიდრე დედას ყველა სიმპტომი არ გამოუვლინდა.
ინფიცირებულები იზოლაციაში არ იყვნენ, დაავადების შემდეგ მათ საცხოვრებელ კორპუსებში დეზინფექცია არ ჩატარებულა.
შეგახსენებთ, ამავე კლასტერიდან არის ის 80 წლის ქალი,რომლიც მდგომარეობა დღეს საქართველოს მაშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა. ის პირველ საუნივერისიტეტო კლინიკაში მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.