"ეს ქვეყანა შენია - გაიზიარე პასუხისმგებლობა" - ვიქტორინა ციფრულ ფორმატში

გამოქვეყნდა:

მთელი ქვეყნის მასშტაბით კონკურსი ციფრულ ფორმატში ახლა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებს გააერთიანებს.

მოსწავლეები გურიიდან, აჭარიდან, სამეგრელოდან, იმერეთიდან, თბილისიდან, შიდა და ქვემო ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, კახეთიდან, მცხეთა მთიანეთიდან კამპანიის ფარგლებში "ეს ქვეყანა შენია - გაიზიარე პასუხისმგებლობა" ონლაინ ვიქტორინაში მიიღებენ მონაწილეობას.

მოდერატორ ტორესა მოსთან ერთად, ჟიურის წევრები, თემო ჯალიაშვილი და თათა ბოჭორიშვილი მიმდინარე ვიქტორინას დააკვირდებიან. 

უფროსკლასელებისთვის დასმულ 20 კითხვაზე პასუხი გარკვეულწილად განსაზღვრავს რამდენად ესმით და იაზრებენ ისინი სამაქალაქო პასუხისმგებლობას და რამდენად გაცნობიერებული აქვთ, რომ ეს ქვეყანა მათია და მასზე ზრუნვაც მათი პასუხისმგებლობაა.

კამპანიას „ეს ქვეყანა შენია - გაიზიარე პასუხისმგებლობა“ 2 წელზე მეტია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.

ორიწლის მანძილზე მოსწავლეებისთვის გამოცხადებულ კონკურსში 150-მდე გუნდსა და 600-მდე მოსწავლეს შორის საკუთარ რეგიონებში გამარჯვებულები უკვე სხვა მუნიციპალიტეტების სკოლებს დაუმტკიცებენ, რამდენად ზედმიწევნით გაიაზრეს სამოქალაქო საზოგადოების და კონკრეტულად მათი როლი ქვეყნის ყოველდღიურობასა თუ სამომავლო პერსპექტივაში.

პროექტის მისი მიზანი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას ხელი შეეწყოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა.

ფინალურმა შეკითხვამ გამარკჯვებული გუნდიც განსაზღვრა. თბილისის გოგიტა კიკნაძის 182 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ამ გამარჯვებით სკოლას სრულფასოვნად აღჭურვილი კომპიუტერული კლასი მოუწყვეს, სადაც ამაყობენ, რომ მომდევნო თაობებიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ცოდნასა და განათლებას მიიღებენ.

10 რეგიონიდან გამარჯვებული მოსწავლეების ინტელექტუალურ შერკინება და შედეგები, პროექტის ავტორების რწმენით, ყველაზე მნიშვნელოვანსა და მთავარს მოიტანს, პატარა ასაკიდან მოსწავლეები ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას გაიაზრებენ, შეიგრძნობენ საკუთარი შრომით მიღწეული საზოგადოებრივი აქტივობის შედეგებს, ეს კი აუცილებლად ქვეყნისთვის უკეთესი მომავლის გარანტი იქნება.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი