გორში, კლინიკა "გორმედთან" პაციენტებს საათობით უწევთ რიგრში დგომა. მიზეზად ისინი მედპერსონალის ნაკლებობას ასახელებენ.
გარდა ამისა, ამბობენ, რომ ლოდინისას სრულად არაა დაცული კოვიდრეგულაციები და ირღვევა სოციალური დისტანციაც.
კლინიკის ადმინისტრაცია რიგებს გაზრდილ მოთხოვნას უკავშირებს.
"ვერ ხორციელდება ყველა პაციენტის განთავსება შიდა სივრცეში. მედპერსონალთა ნაწილი კი არის დაინფიცირებული, მაგრამ ამ ეტაპზე რიგები ამით არაა გამოწვეული", - ამბობს კლინიკის წარმომადეგენელი.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა დადასტურდა.