აქცია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან - თანამშრომლები 2 თვის ხელფასს ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ხმაური იყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, სადაც თანამშრომლები აქციას მართავენ, ისინი აცხადებენ, რომ ორი თვის და მეტი ხცელფასი არ მიუღიათ. აქციის მონაწილეებს შორის, ძირითადად, დამლაგებლები არიან. 

"არავის არ უთქვამს, რომ დაგვიანება იქნებოდა. მე ვალაგებდი იმ აუდიტორიებს და იმ ოთახებს, სადაც უშუალოდ სტუდენტები იმყოფებიან. ვითხოვ, კუთვნილი ხელფასი მომცენ, საახალწლოდ. არანაირი სხვა შემოსავალი არ გამაჩნია. გვეუბნებიან, რომ იქნება და დაირიცხებაო, მაგრამ არაფერია დარიცხული და აგერ, ახალი წელი მოვიდა.", - ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე. 

აღსანიშნავია, რომ  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყოფილი პრემიერის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით აშენდა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი