ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლები დაგვიანებული ხელფასის გამო გაიფიცნენ

გამოქვეყნდა:

ხმაური და აქცია ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით აშენებულ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან - თანამშრომლები ამბობენ, რომ 2 თვეა ხელფასი არ მიუღიათ, რის გამოც გაიფიცნენ.

100-მდე შეკრებილის თქმით, თავდაპირველად არ უნდოდათ პრობლემები მედიამდე მიეტანათ, თუმცა მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციამ ხელფასი ახალ წლამდე 2 დღით ადრეც არ მისცა, საჯაროდ მოითხოვეს დახმარება. 

ირკვევა, რომ წინასაახალწლო პერიოდში რამდენიმე ადამიანი სამსახურიდანაც გაუშვეს. 

"20 რიცხვში ამოვიდა უფროსი და გვითხრა, შემცირებული ხართო. 17 გაგვიშვეს და 5 დაიტოვეს. გვითხრეს, 25-26-ში იქნება ხელფასიო, მაგრამ არ არის და ვერც ახლა გვპირდებიან რაიმეს", - ამბობს აქციაზე მისული.

"მყავს ადადმყოფი მეუღლე და შვილიშვილი... 2 თვის თანხა მაქვს ასაღები", - თქვა სამსახურიდან გაშვებულმა თანამშრომელმა.

შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო, რისთვისაც ფონდმა "ქართუმ" 1 მილიარდ ევროზე მეტი გამოყო. მშენებლობა 2020 წელს დასრულდა. ამ ეტაპზე მასში 210 სტუდენტი სწავლობს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი