ახალი წლიდან ევროპაში მოგზაურობის მსურველები შეიძლება ქართული აეროპორტებიდანვე გამოაბრუნონ.
შენგენის ქვეყნებში გაფრენამდე ქართველი მესაზღვრე დოკუმენტაციას ადგილზე შეამოწმებს და გადაწყვეტილებას, გაუშვას თუ არა მგზავრი ევროკავშირში, თავად მიიღებს.
ამის საფუძველია ახალი კანონი, რომელიც ძალაში პირველი იანვრიდან შედის.
საქართველოს მოქალაქეებისთვის რეალურად ორმაგი კონტროლი ირთვება: ერთი ადგილზე ქართული საზღვრის კვეთამდე და მეორე- ევროზონაში შესვლისას.
ამის მიზეზი ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფარის მაძიებელთა რიცხვისა და კრიმინალის ზრდაა.
სწორედ ამიტომ, საქართველოს მოქალაქემ შეიძლება უარი მიიღოს საზღვრის გადაკვეთაზე თუ მას ეკრძალება ევროკავშირის/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა ან ვერ წარადგენს კანონით გათვალისწინებულ საბუთებს.
ახალი გამკაცრებული წესები თბილისის, ქუთაისისა დ ბათუმის აეროპორტებში 2 დღეში ამოქმედდება.
საქართველოს მოქალაქეებს მესაზღვრეებისთვის კონკრეტული დოკუმენტების წარდგენა მოუწევთ: ბიომეტრიული პასპორტი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, ან ჯავშანი, ჯანმრთელობის სამოგზაურო დაზღვევა და მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დოკუმენტი.
თუკი მოგზაურობა ჯანმრთელობას უკავშირდება, მაშინ მგზავრმა სამედიცინო დაწესებულების თანხმობა და ასევ ფინანსური უზრუნველყოფის დოკუმენტი უნდა წარადგინოს.
ვინა გაუშვას და ვინ დატოვოს ადგილზე, ამ გადაწყვეტილებას ე.წ. დამკვირვებელი გარემოების არქონის შემთხვევაში, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იღებს.
ახალი კანონი, რომელიც ქართველ მესაზღვრეს უფლებას აძლევს ევროკავშირში გამგზავრება აუკრძალოს მოქალაქეს არაკონსტიტუციურია და გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავს. სწორედ ამიტომ, საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ ეს რეგულაცია საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ახალი გამკაცრებული რეგულაცია მიგრაციის ტალღას ვერ შეაჩერებს, რადგან ამის მიზეზი მძიმე სოციალ- ეკონომიკური მდგომარეობაა - ამბობენ სპეციალისტები.
მიგრაციის ტალღის მთავრი მიზეზის მოგვარებას , რომ ოცნების ხელისუფლება არ აპირებს - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ღიად და მკაფიოდ თქვა, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს სამსახურის საძებნელად ევროპაში წასვლა ურჩია.
ევროპაში უვიზო მიმოსვლის პრივილეგიით საქართველოს მოქალაქეები 2017 წლიდან სარგებლობენ, თუმცა გაზრდილი კრიმინალისა და მიგრაციის ტალღის გამო ქვეყანა შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
ახლა ევროპაში გადაადგილება ისევ მკაცრდება. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეს საზღვრის კვეთის უფლებას არ მისცემენ, ას გასაჩივრების 10 დღიანი ვადა ექნება.