მთავარი საახალწლო ეთერი- მუსიკალური დღესასწაული "მთავარ არხზე"

გამოქვეყნდა:

სანამ საათზე 12 ჩამოჰკრავს და 2020 წელს ერთად გავაცილებთ, "მთავარ არხზე" მუსიკალური ჯადოქრობა დაიწყება - თბილი და ბრჭყვიალა საღამო, რომელიც თქვენ, ჩვენს ერთგულ მაყურებელს გეძღვნებათ.

იმისთვის, რომ მომავალი წელი უკეთესი განწყობით, ერთად დავიწყოთ და იმისთვის, რომ თქვენი მოლოდინები გავამართლოთ, საახალწლო კონცერტის სამზადისი არხზე ბევრად უფრო ადრე დაიწყო. 

მას შემდეგ რაც სტუდია საკონცერტო სივრცედ გადაიქცა, აქ ის მუსიკა გაჟღერდა, რომელიც ყველას ძალიან უყვარს და ის ადამიანები გამოჩნდნენ, ვისაც მსმენელთან შეხვედრა კიდევ უფრო მეტად მოენატრა.

ხარის წელი იმედებით სავსეა იმ მუსიკოსებისთვის ვინც წელს მსმენელთან შეხვედრა საკონცერტო სივრცეებში კორონაპანდემიის გამო ვერ შეძლო. 

ახალ წელს "მთავარ არხზე" ქართველი შემსრულებლები, ისევე ხვდებიან როგორიც უნდათ რომ მომავალი წელი იყოს - მუსიკით და ბედნიერი წუთებით სავსე. 

"მთავარი არხის" მუსიკალური დღესასწაული ახალ წლამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყება. 

"მთავარ არხის" ლოგოთი ჯადოსნურ ყუთში გაერთიანდება თქვენთვის საყვარელი სიმღერების ახალი და ძველი ვერსიები, იქნება პრემიერებიც. 

მრავალფეროვან რეპერტუარზე კი მუსიკოსებთან ერთად მარინა ბერიძემ იმუშავა და მისი ერთერთი მთავარი ჩანაფიქრი იყო, რომ საღამო ყველა ასაკის და გემოვნების მსმენელისთვის ყოფილიყო. 

"მთავარი არხი" წლის ბოლო ეთერით შეეცდება, რომ დღესასწაული თითოეული თქვენგანის ოჯახში შემოიტანოს.

სიყვარულზე სიმღერებს მხიარული და ენერგიული ნოტებიც შეუერთდება. როგორც მთავარი არხის მეგობარი მუსიკოსები, ასევე ამავე არხის მსახიობები შეასრულებენ სიმღერებს სადღესასწაულო განწყობის კიდევ უფრო ასამაღლებლად. 

ტელეეკრანებიდან ახალ წელს მიულოცავენ და განსხვავებული ფორმატით შეხვდებიან მაყურებელს მთავარი არხის გადაცემების წამყვანები, იმ გუნდთან ერთად ვინც საერთო ჯამში რეიტინგულ და მაყურებლისთვის საყვარელ პროდუქტს ქმნის.

"მთავარი" საინფორმაციო გამოშვების წამყვანები, რომელებიც მთელი წელი ურთულეს რეჟიმში უმძიმეს ამბებს გიყვებოდნენ, ახლა სულ სხვა გარემოში, სხვა განწყობით გამოჩნდებიან. 

2020 წლის ბოლო ღამეს, წლის და რამდენიმე თვის არხი, პირველ საახალწლო კონცერტს აწყობს - იმ ადამიანებთან ერთად ვინც მთელი წელი შეუჩერებლად შრომობდა, იმ ადამინებთან ერთად, ვინც მთავარი არხის მეგობრები არიან და იმ ადამიანებისთვის ვინც ამ არხის მაყურებელია. 

სწორედ ნიკა გვარამიას წლის შემაჯამებელი ეთერის დასრულებისთანავე დაიწყება დღესასწაული მთავარ არხზე, საახალწლო კონცერტი, რომელიც ეთერში ღამი 12 საათის შემდეგაც გაგრძელდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი