სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს ორბელიანების სასახლის ეზოში ეპატიჟება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 31 დეკემბრიდან 7 იანვრამდე, დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე ნებისმიერ მსურველს, საახალწლოდ მორთული სასახლის ეზოს და საახალწლო ნაძვის ხის დათვალიერების შესაძლებლობა ექნება.