გორში დამწვარი ბაზრობის ტერიტორიაზე ექსპერტები მუშაობენ - ზარალი ამ დრომდე უცნობია

გამოქვეყნდა:

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში დამწყვარი შერეული ბაზრობის ტერიოტრიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები ცოტა ხნის წინ მივიდნენ, სწორედ ისინი ეცდებიან დაადგინონ რა გახდა კომენდანტის საათის დროს ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

ცეცხლის ლოკალიზებასა და ლიკვიდაციას მეხანძრე-მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ადგილზე 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. მათი დახმარებით და საკუთარი ძალებით მოვაჭრეებმა პროდუქციის ნაწილის გადარჩენა შეძლეს. ამ დრომდე უცნობია ზარალის ოდენობაც. 

ტანსაცმელის, ავეჯისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ბაზრობა გორში ათობით წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა, იქ ორასამდე ადამიანი იყო დასაქმებული. მოვაჭრეების თქმით, საქონელი დაზღვეული არ ჰქონდათ, ისინი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.

"ამაზე ვიყავით დამოკიდებულები, ვალით მოქმონდა აზერბაიჯანელებისგან, ჩანაწერებიც მაქვს. ამით ვირჩენდით თავს, ახლა როგორც გავიგე, ჩემია ყველაზე მეტი დამწვარი და დიდი პროდუქცია მქონდა. ვფიქრობ, დაუდევრობის ბრალია", - ამბობს ერთ ერთი მოვაჭრე.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანების, ან განადგურების მუხლით.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი