ახალი წლის ღამეს თბილისის ნაძვის ხე პიროტექნიკით დაზიანდა

გამოქვეყნდა:

ახალი წლის ღამეს, პარლამენტის წინ, თბილისის ნაძვის ხის ნათურები დაზიანდა. როგორც გავრცელებულ ფოტო და ვიდეო მასალაში ჩანს ნაძვის ხის ნაწილი მთლიანად ჩამქრალი იყო. 

"მთავარ არხთან" საუბრისას თბილისის მერიის პრესსამსახურმა აღნიშნა, რომ ეს, სავარაუდოდ, დაუდევრობით მოხდა და დაზიანებული ნათურების აღდგენის პროცესი უკვე დაიწყეს. 

მათივე ინფორმაციით, ნაძვის ხე პირვანდელ სახეს დღეს, პირველი იანვრის საღამოს დაუბრუნდება.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი