ზესტაფონში მომხდარ უბედური შემთხვევას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. სოფელ საზანოში ლელაძეების სახლში ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რასაც აფეთქება მოჰყვა. შემთხვევის დროს სახლში ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. 83 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა და 60 წლამდე კაცი კი კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე საათში დაიღუპა.
დაშავდა ახალგაზრდა გოგო, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. მას ზესტაფონის კლინიკაში კიდურებზე ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის თქმით, მდგომარეობა მძიმეა.
როგორც მეზობლები იხსენებენ, მათ აფეთქების ხმა საღამოს გაიგონეს და როდესაც ადგილზე მივიდნენ, სახლის ერთი ნაწილი მთლიანად დანგეული დახვდათ. დაშავებულები ნანგრევებიდან მათ გამოიყვანეს. მათი თქმით, სავარაუდოდ, წყლის გამათბობელი აფეთქდა. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო.