გმირები და ანტიგმირები - ექიმები, პანდემია, ბადრი ესებუა... 

გამოქვეყნდა:

ექიმი 2020 წლის გმირია. ყველას ვისაც ვკითხე დაუფიქრებლად ამბობენ რომ თეთრხალათიანებზე გაიარა და გადის ბრძოლის ხაზი კორონა ეპიდემიასთან.

ექიმებიც და პაციენტებიც 2020 წლის ანტიგმირს-კორონავირუსს ებრძვიან. კოვიდ19-ის ეპიდემია, რომელმაც მსოფლიოს ცხოვრების ახალი დღის წესრიგი დაუწესა,  ანტიგმირობაში პირველობას არავის უთმობს. 

კორონასთან ერთად ანტიგმირებშია ტერორიზმში ბრალდებული, ზუგდიდის ბანკის მძარცველი ბადრი ესებუა.  

რამდენიმე დღის წინ მთის ამბებმა რომ მოგვიყვა 11 წლის ალექსანდრემ დისტანციური განათლების ქოხი მოაწყო და ასე მეცადინეობსო, ამან არაერთ მოქალაქეზე დიდი შთაბეჭდილება მოხდინა და ფიქრობენ, რომ ალექსანდრეც და მისი დედასთან გმირია. 

მაგრამ საპარლამენტო არჩვენების, თუ იმის გამო რომ ქვეყანაში ყველაზე აქტიური პერსონები პოლიტიკოსები არიან ხალხსაც გმირების და ანტიგმირების კონტექსტშიც ყველაზე ხშირად პოლიტიკოსები ახსენდებათ. 

შემდეგ არგუმენტირებულადაც მოგიყვებიან, რატომაა ანტიგმირი ბიძინა ივანიშვილი ან კიდეც კახა კალაძე. 

წლის ადამიანს სტატუსი ხალხის ნაწილისთვის ნიკა გვარამიას აქვს. არ ავიწყდებათ ნანუკა ჟორჟოლიანის სიკეთეც.

მაგრამ როგორც კი ანტიგმირზე ვკითხე ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ერთმანეთის მიმართ საკრიტიკო სიტყვები არ დაიშურა. 

ეს დამოკიდებულება ქვეყანაში ყველაზე თანაბრად აისახება, მათ შორის ისეთ დადებით საახალწლო გმირებზე როგორიცაა თოვლის პაპა და სანტა კლაუსი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი