მობილური წაართვეს, რომ კონტაქტი არ ჰქონოდა - ოჯახი მამაკაცის გარდაცვალებაში ალადაშვილის კლინიკას ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

58 წლის თეიმურაზ აბრამიშვილის გარდაცვალებაში მისი ოჯახი ალადაშვილის კლინიკის მედპერსონალს ადანაშაულებს. კერძოდ, ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ კლინიკაში შეყვანილ პაციენტს სათანადო ყურადღება არ მიაქციეს.

27 დეკემბერს კლინიკაში შეყვანილი მამაკაცი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ოჯახის წევრებთან დაკავშირება მან მხოლოდ ერთხელ მოახერხა და, მათი თქმით, პერსონალი მობილურის გათიშვას მოითხოვდა, რათა არავისთვის დაერეკა. 

"გვეუბნებოდა, რომ მციოდა და საბანი არ დამაფარესო, მწყუროდა და წყალი არ მომაწოდესო, არადა, ჩვენ მომზადებული პაციენტი მივიყვანეთ, ამავე დროს, როცა ტელეფონით მოლაპარაკეს დაინახავდა, ექთანი უყვიროდა, ვის ურეკავ, რატომ ურეკავ, გათიშე ახლავე ტელეფონიო. გვეუბნებოდნენ, წუთი-წუთზე გათავისუფლდება ადგილი რეანიმაციაშიო, ანუ, ადამიანის სიკვდილს ელოდებოდნენ...", - ამბობს თემურ აბრამიშვილის შვილი, ანა. 

ახლობლების თქმით, პაციენტი ითხოვდა, სხვა კლინიკაში გადაეყვანათ, მაგრამ ექიმებმა ამის საშუალება არ მისცეს. 

"მთავარმა" სცადა, დამატებითი დეტალები კლინიკაში გაერკვია, თუმცა, ამ დაწესებულებაში ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი