"მთავარი არხი" ვაკანსიებს აცხადებს

გამოქვეყნდა:

ძალიან მაგარი შანსი მათთვის, ვისი ოცნებაც ჩვენი გუნდის წევრობაა .

ვაცხადებთ ვაკანსიებს

ტელეკომპანია “მთავარი” რამდენიმე ახალ გადაცემას იწყებს.

შესაბამისად, ვეძებთ ჟურნალისტებს, პროდიუსერებს, რისერჩერებს, ასევე, პროდიუსერებს კრეატიულ ნაწილში, სამხატვრო ხელმძღვანელს

გვინდა ახალ ადამიანებს მივცეთ შანსი.

არ აქვს მნიშვნელობა გამოცდილებას. მთავარია უნარები

  • 1. პასუხისმგებლობის შეგრძნება
  • 2. დროის მენეჯმენტი
  • 3. კრეატიული იდეები
  • 4. ახალი, არასტანდარტული მიდგომები და ხედვები
  • 5. თემების მოძიება

ასევე,

  • 1. ტელევიზიაში მუშაობა ეკრანზე გამოჩენისთვის არ უნდა გსურდეთ.
  • 2. “სამსახურს ვეძებ და ამიტომ მოვედი “ დამოკიდებულებით დრო არ დაკარგოთ, არ მოხვიდეთ

სტანდარტულ რეზიუმეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ფოტო, გასაუბრებაზე რომ გიცნოთ რეზიუმეს ბოლოს მოკლედ დაწერეთ, რატომ გსურთ ჩვენთან მუშაობა.

ასევე, აირჩიეთ ნებისმიერი თემა, დაგეგმეთ გადაცემა თავისი სტუმრებით, კრეატიული ნაწილით, სიუჟეტით, ცალკე გააკეთეთ სიუჟეტის სცენარი. ეს ყველაფერი დეტალურად დაწერეთ და რეზიუმესთან ერთად გამოაგზავნეთ ამავე ფეისბუქის პირად შეტყობინებაში.

გამოსაცდელი ვადა იქნება ორი კვირიდან თვემდე. გააჩნია რა პოზიციაზე აგირჩევთ და რა გამოცდილებით ხართ.

ფეისბუქზე გამოცხადებული ვაკანსიით 23 ადამიანი დასაქმდა ჩვენთან.

ვადა 15 იანვრამდე გაქვთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი