ხმაური გორში - 52 წლის ზურაბ დუღაძის ოჯახი კლინიკა "გორმედის" ექიმებს არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებს. ისინი თვლიან, რომ მედიკოსებმა პაციენტის მდგომარეობა ხელოვნურად დაამძიმეს და მას მოგვიანებით, ანემიის დიაგნოზი დაუსვეს.
თავდაპირველად კი, შუახნის კაცი კლინიკაში დაბალი ტემპერატურით შეიყვანეს. ოჯახის წევრები, კატასტროფის მანქანით პაციენტის თბილისის კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. თუმცა, მათი თქმით, "გორმედში" კატასტროფის ჯგუფს არ იძახებენ და ოჯახს ეუბნებიან, რომ საკუთარი სახსრებით გადაიყვანონ სასურველ კლინიკაში.