ბაზრობებისა და სავაჭრო ცენტრების დახურვის შემდეგ, ქუთაისში შემოსავლის გარეშე დარჩენილმა მოვაჭრეებმა ტანსაცმელი ქუჩაში გაიტანეს.
თვითდასაქმებულების თქმით, რეგულაციებმა ისინი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა.
სავაჭრო ცენტრ "გრანდ მოლის" დირექტორი, ნატო დანელია, ამბობს, რომ მოვაჭრეებისთვის ახლო მომავალში დასაქმების არანაირი პერსპექტივა არ არსებობს, რამაც მათი ქუჩაში გასვლა გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ ბაზრობები 28 ნოემბრიდან აღარ ფუნქციონირებს, სავაჭრო ცენტრები კი მეორედ უკვე 3 იანვარს დაკეტეს.