
არასაჭირო კიბე და გაურკვეველი ლაბირინთები - კოსტავას გამზირზე თბილისის მერიამ უცნაური პანდუსი დაამონტაჟა.
ენმ-ს წევრის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, კალაძის უწყებამ 10 ათასობით ლარი არასაჭირო პროექტში გაფლანგა.
ხაბეიშვილი ამბობს, რომ ამ კონსტრუქციის საჭიროება გზის ამ მონაკვეთზე - ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან, არ არის.
"ეს კიბე, რომ არ ყოფილიყო, ჩვეულებრივად გაგრძელდებოდა ეს ბილიკი. თუ მაინც და მაინც ველო ბილიკი იქნებოდა, აქ ფეხით მოსიარულე ადამიანი და სპეციალური საჭიროების მქონე პირი ჩვეულებრივად გააგრძელებდა მის გზას და ეს რატომ დაამატეს? ძალიან არასერიოზული ამბავია, ათი ათასობით ლარია ამაში დახარჯული", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი

დედაქალაქის მერიის უცნაური პროექტის შესახებ ხაბეიშვილმა Facebook ლაივის დროს ისაუბრა.