საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა. ამ დროისთვის ინფიცირებული 97 პაციენტია. როგორც ინფექციურ საავადმყოფოში ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადეს, 6 ახალი შემთხვევა ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ინფიცირებული თანამშრომლების კლასტერს წარმოადგენენ.
მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ინფიცირებულთაგან 6 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
"დილის მონაცემებით, გუშინდელ დილასთან შედარებით, მოგვემატა და გვაქვს 97 დადასტურებული შემთხვევა.
როგორც იცით ერთი შემოგვემატა, დანარჩენი 6 დამატებული პაციენტების წყარო ცნობილია. ოთხი გორის ჰოსპიტალში და ორი საუნივერსიტეტო კლინიკაში.
დაინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა 97 პაციენტიდან ექვსის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, კრიტიკულად შეიძლება ჩაითვალოს, "-განაცხადა მარიან ეზუგბაიამ.
მისივე განმარტებით, რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა, ორი პაციენტი კი შესაძლოა უახლოეს დღეებში გაეწეროს.