88 წლის პატრიარქი - უხუცესი მღვდელმთავრის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა

გამოქვეყნდა:

88 წლიანი  ცხოვრება დიდ ისტორიას ინახავს, უხუცესი პატრიარქის განვლილი გზა იმდენად ღრმა და რთული იყო, რომ ერთი ჩვეულებრივი ადამიანის ყოფა ალბათ ვერასდროს დაიტევდა. 

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარის ამბიონზე ასულ ახალგაზრდა მღვდელმთავარს ალბათ ბოლომდე არ ჰქონდა გააზრებული რა მძიმე მემკვიდრეობის ჩაბარება უწევდა. 

მრევლის გარეშე დარჩენილი, სუდარა გადაფარებული ქართული ეკლესია მაშინ ახალი მმართველის მოლოდინში იყო.  

იმდროინდელი გავლენიანი სასულიერო პირების გადაწყვეტილებით კი ეკლესიის საჭე სწორედ მის უწმინდესობას ჩაბარდა. 50-მდე მღვდელმთავრიდან 43 -მა თქვა, რომ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე უნდა გამხდარიყო. 

ასე დაიწყო გოლგოთას გზა ირაკლი შიოლაშვილისთვის. 

44 წლის ასაკში პატრიარქად გამორჩეული ილია მეორე, დღეს უკვე 88 წელს ითვლის. კათოლიკოს პატრიარქი ილია ერთადერთი უხუცესი მღვდელმთავარია რომლის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა უმაღლეს იერარქიაში, ბევრ მნიშვნელოვან ეპიზოდს მოიცავს. 

ქვეყნის ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა სწორედ მისი ბიოგრაფიის ერთი ნაწილია, ილია მეორეს განუსაზღვრელი საერთაშორისო გავლენა და აღიარება გახდა მიზეზი რის გამოც რუსულმა ეკლესიამ უდიდესი ისტორიის მქონე ქართული ავტოკეფალია დათმო. 90 წელს საქართველომ ეკლესიის ნანატრი დამოუკიდებლობა საბოლოოდ აღიდგინა. 

თითქმის ჩამოშლილი და გაბნეული ქართული ეკლესია დიდი გამოწვევის წინაშე იდგა. ახალგაზრდა პატრიარქს მთავარი მიზანი ჰქონდა, მრევლისგან დაცლილი, გასაბჭოებული ეკლესიისთვის ძირითადი ფუნქცია უნდა აღედგინა, უნდა დაებრუნებინა ნდობა, რომელიც ეკლესიასა და მრევლს შორის დიდი ხიდჩატეხილობის სანიმუშო მაგალითი იყო. 

პატრიარქი კრიტიკის ქარ-ცეცხლშიც ხშირად მოხვედრილა. საპატრიარქომ ვერ უპასუხა თანამედროვე ისტორიის მთავარ გამოწვევას - ამ დრომდე არ არის მიღებული გადაწყვეტილება დაუჭერს თუ არა მხარს უკრაინის ავტოკეფალიას. 

პატრიარქი ოპონენტების კრიტიკის სამიზნე გახდა სასულიერო პირის დაპატიმრების შემდეგაც. პატრიარქის ბიოგრაფიის ერთ ნაწილი დეკანოზი გიორგი მამალაძეცაა, რომელიც  ამ დრომდე სასჯელს იხდის არაღიარებული დანაშაულისთვის. მას მღვდელმსახურება შეჩერებული აქვს. მრავალჯერადი თხოვნის მიუხედავად პატრიარქმა მის გათავისუფლების წერილს ხელი არ მოაწერა. 

ქვეყნის პატრიარქისთვის ომი რომ ერთი ჩვეულებრივი ამბავი ვერ იქნებოდა კარგად გაახსენა რუსეთ საქართველოს აგვისტოს მოვლენებმა. მაშინ ილია მეორე საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ჩავიდა დაბომბილ სოფლებში და იქიდან სასულიერო პირებს გარდაცვლილთა გვამები გადმოასვენებინა. 

პატრიარქისთვის ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყანა უმწვავეს ვითარებაში გამოსავალს ეძებდა. 9 აპრილის სისხლიანი მოვლენები სიცოცხლის ბოლომდე პატრიარქი სახელის ქვეშ დაწერილი უახლესი ისტორიის ერთი ფურცელი.

ნიკოლოზ რაჭველისთვის ილია მეორის მიმართ პირველი ემოცია სწორედ ამ მოვლენებს უკავშირდება. მიუხედავად იმისა რომ უმაღლესი სამუსიკო უნარების მქონე სასულიერო პირის შემოქმედებას რაჭველი კარგად იცნობს, ბოლომდე ვერ ამოხსნა იმ ბგერების სიმფონია რომელიც პატრიარქის შემოქმედებას თან სდევს. ილია მეორე არაერთი საგალობლის და მუსიკალური ნაწარმოების ავტორია. მისი საორკესტრო ვერსია კი დღემდე სიმფონიური ორკესტრის პროგრამაში საპატიო ადგილზეა. 

პატრიარქის ბიოგრაფია სასულიერო მოღვაწეობის გარდა მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებსაც მოიცავს. მისი საკუთარი ადამიანური სურვილები კი ზოგჯერ დიდი პოლიტიკის ნაწილიც ხდება. სურვილი კი აფხაზეთში 11 წლიან მოღვაწეობას უკავშირდება.  

პატრიარქის სახელთან ქვეყნის თანამედროვე სავიზიტო ბარათიცაა დაკავშირებული. სამების საკათედრო ტაძარი და მახათას მთის სამონასტრო კომპლექსი ილია მეორესთვის ერთიანი საქართველოს სიმბოლოა. 

სამების მგალობელთა გუნდის ხმას პატრიარქისვე დაწერილი საგალობლებით ყველაზე უფრო კარგად ასახავს იმ ემოციას რომელიც მის უწმინდესობას ღრმა მოხუცებულობაშიც კი კარგად აქვს გააზრებული. ჯერ კიდევ წლების წინ, ერთი საგალობელით თქვა ილია მეორე საკუთარი მოღვაწეობის მთავარი სათქმელი - "დავიღალე მოდი ჩემთან უფალო".

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი