ხანძარი წყალტუბოში - დამწვარია 30 ჰექტარი

გამოქვეყნდა:

ხანძარი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში - ცეცხლი ბალახს და ბუჩქებს უკიდია. ხანძრის ჩაქრობას ძლიერი ქარი ართულებს.

ოფიციალური ინფორმაციით, დამწვარია 30 ჰექტარი. ადგილობრივების თქმით, ცეცხლი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არის. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

რაც შეეხება, სამეგრელო-ზემო სვანეთში გაჩენილ ხანძარს - 28 კერა ლიკვიდირებულია, დარჩენილია 10. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი