თბილისის მერიამ უმაყურებლო საახალწლო კონცერტში 322 000 ლარი დახარჯა

გამოქვეყნდა:

საახალწლო კონცერტში, რომელსაც მაყურებელი არ ჰყოლია, თბილისის მერიამ 322 000 ლარი დახარჯა - მთლიანი თანხა მუსიკოსებსა და გაფორმებებზე დანაწილდა. 

აქვე გეტყვით, რომ კონცერტის დეკორაციები კომპანია "ლუნა დეველოპმენტმა" მოაწყო, მისი დირექტორი, ავთანდილ თედორაძე, კი "ოცნების" შემწირველია.

კახა კალაძის წინასაარჩევნო კამპანიისას, 2017 წელს, თედორაძემ პარტიას 30 000 ლარი ჩაურიცხა. სწორედ ამ დროიდან  "ლუნა დეველოპმენტი" მერიის ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს. 

"ახალი წელი ცოტა ადამიანისთვის თუ დადგა, თუმცა ამ გაჭირვებულების თანხა, ასი ათასობით ლარი, კალაძემ მიათხლიშა პოლიტიკური ნიშნით შერჩეულ ტაშფანდურს. ჯერ წინასაარჩევნო კამპანია დაუფინანსა კალაძეს და შემდეგ ჩვენ გადავუხადეთ მას დეკორაციების მოსაწყობად, ოღონდ, ვის უნდა ენახა დეკორაციები, არ ვიცი", - ამბობს "ენმ"-ის წევრი, ლევან ხაბეიშვილი.

ამასთან, ოპოზიციის შეფასებით, კონცერტი ხელოვანების დახმარების ნაცვლად პოლიტიკურ გარიგებას ემსახურებოდა. 

"თუ კალაძეს სურდა, რომ ხელოვანებს დახმარებოდა, მხოლოდ სამთავრობო არხის სახეები არ უნდა მიეყვანა. გარდა ამისა, ხელშეკრულებები გაუფორმა შემომწირველ კომპანიებს, რაც არასწორია", - თქვა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრმა, ბესიკ დონაძემ.

ცნობისთვის, დახარჯული 322 000 ლარიდან  კომპანია "ლუნა დეველოპმენტმა" 88 000 ლარი მიიღო.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი