გორში საქართველოს ფოსტის კურიერები გაიფიცნენ

გამოქვეყნდა:

გორში საქართველოს ფოსტის კურიერები გაიფიცნენ. საკურიერო მომსახურეობა დილიდან პარალიზებულია, კურიერები, სამუშაო პირობებს აპროტესტებენ და ამბობენ რომ პანდემიის დროს მათი სამუშაო გაიზრდა ანაზღაურება კი მიზერულია.

ხელფასების მატების გარდა, კურიერები, რომლებიც რეგიონში ძირითადად სკუტერებით გადაადგილდებიან და სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ, ჯანმრთელობის დაზღვევასაც ითხოვენ.

გაფიცული კურიერები ამბობენ, რომ მოთხოვნები ხელმძღვანელობას შეატყობინეს, თუმცა პასუხი არავინ გასცათ. 

საქართველოს ფოსტის ქარელის ფილიალის ყოფილი მენეჯერი ანა ბალიაშვილი ამბობს, რომ კურიერები არაადამიანურ პირობებში მუშაობენ და ხელმძღვანელობა არაფერს აკეთებს ამ პირობების გასაუმჯობესებლად.

წინასაახალწლოდ ყველა კურიერს უწევდა მართლა დიდი დატვირთვის ფონზე მუშაობა და იმის ნაცვლად რომ მენეჯმენტს წაეხალისებინა იმ მცირედით რასაც წინა წლებში, აკეთებდა, კუთვნილი ანაზღაურებაც არ მისცეს - ამბობს ანა ბალიაშვილი.

კურიერების გაფიცვა არ შეიმჩნიეს დღეს საქართველოს ფოსტის გორის ორგანიზაციაში და "მთავარს" უთხრეს, რომ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ, რაც შეეხება სათაო ოფისს, იქ ამბობენ, რომ მორიგების იმედი აქვთ.

კურიერების ხელფასი კი გორში 450-550 ლარია 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი