ქუთაისი-ხონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის პირის სიცოცხლე ესხვერპლა - ერთმანეთს მსუბუქი მანქანა და ბენზინმზიდი სატვირთო დაეჯახნენ.
თვითმხილველების თქმით, მსუბუქ ავტომობილს 28 წლის გოგო მართავდა, ის ჩქარა მოძრაობდა და ბენზინგასამართი სადგურიდან გამომავალ სატვირთოს დაეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლი დაშავებული არ არის.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.