იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში ხანძარს ისევ ებრძვიან. ხუთის ლოკალიზება კი გვიან ღამემდე მოხერხდა.
გუბერნატორის ინფორმაციით, ყველაზე რთული ვითარება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზარათში იყო, სადაც არსებობდა საფრთხე ცეცხლი მოსახლეობაში გავრცელებულიყო. ადგილზე 60-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა, ხანძარი 70 ჰექტრამდე იყო გავრცელებული. რთული ვითარება იყო სოფელ ძეძილეთშიც, თუმცა ცეცხლის ლოკალიზება იქაც მოხდა.
"დღეს დარჩენილია მხოლოდ სამი, დანარჩენ ადგილებზე ზოგან ლოკალიზებულია, ზოგან სრულად ლიკვიდირებული. დაუდევრობაც არის ერთ-ერთი ვერსია, რის გამოც შეიძლება იყოს ეს ხანძრები", - ამბობს გუბერნატორი.
ამ წუთებში ხანძარს ებრძვიან საჩხერეში, ჭიათურასა და ხარაგაულში, სადაც ცეცხლი მიუვალ ადგილებში გაჩნდა.