ხანძარს ებრძვიან სამეგრელოში, იმერეთსა და ლეჩხუმშიც. რთული ვითარებაა წყალტუბოს სოფელ ზარათში, არსებობდა ცეცხლის დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა, ხანძრის შეჩერება ამ ეტაპზე მოხერხდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთს ესაზღვრება, ყველაზე რთული მდგომარეობაა. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია, რთული რელიეფის გამო ცეცხლის ლოკალიზება ჯერაც ვერ ხერხდება. სამაშველო სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაც ჩაერთო. განადგურებულია სასოფლო სავარგულები. მსგავსი ვითარებაა წალენჯიხის კიდევ ორ სოფელში, სქურსა და ჯაღირაში და მარტვილის რაიონის სოფელ ბალდაში.
ასევე ხანძარია ლეჩხუმში, სდაც რამდენიმე კერა იყო, ხანძრის ძირითადი ნაწილი ჩამქრალია, თუცა, რთული რელიეფის გამო გარკვეულ მონაკვეთზე ცეცხლის ჩაქრობა რთულია.
რაც შეეხება იმერეთს - იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძე ამბობს, რომ 8 ლოკაციაზე იყო ხანძარი, დღეს დარჩენილია 3. მისივე თქმით, ხანძარი ზოგ ტერიტორიაზე ლოკალიზებულია, ზოგან ლიკვიდირებული.
ხანძარი საქართველოს 4 რეგიონში თითქმის ერთდროულად გაჩნდა, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ჩვენი ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზების აქტიური სამუშაოები 11 ლოკაციაზე მიმდინარეობს. ბოლო ორი დღის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ცეცხლის კერებთან დაკავშირებით 130-ზე მეტი ზარი შევიდა.