გაფუჭებულია საქონელი, ყველაფერი გადაგვეწვა - გორის ბაზრობის მოვაჭრეები დახმარებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

გორში, 31 დეკემბერს დამწვარი ბაზრის მოვაჭრეები დახმარებას ითხოვენ - ზარალი ათასობით ლარია.

მოვაჭრეების თქმით, კომპენსაციების და ფულადი დახმარების გარეშე კოლოსალურ ვალებში აღმოჩნდებიან და შემოსავლის ერთადერთ წყაროსაც დაკარგავენ. 

"დახმარება გვესაჭიროება, რაც კი რამე გვქონდა სულ გადაგვეწვა. არაფერი ჩვენ აღარ დაგვრჩა. ძალიან ვართ დაზარალებულები. რითი აღვადგენთ და რითი დაიწყებთ ვაჭრობას არ ვიცი. ბაზრობის ადმინისტრაცია გვეუბნება, რომ ჩვენ ვერაფრით ვერ დაგეხამრებით ", - ამბობს მოვაჭრე, იზოლდა ხუბულ

დაზარალებული მოვაჭრეებს გორის მერთან შეხვედრა სურთ და ამიტომ მერიასთან მიდიან. 

ხანძრიდან ერთი კვირის შემდეგ სამართალდამცავებს საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ისევ არ დასრულებულა. ტერიტორია კი, ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი