ხანძარია შიდა ქართლში - რკონის ხეობაში შერეული ტყის ქვედა საფარი, ბუჩქები და ხეები იწვის. ხანძრის სიახლოვეს, კერიდან 10 კილომეტრში, დასახლებული პუნქტი მდებარეობს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა ქვეითი ჯგუფები და 3 ერთეული სახანძრო-სამაშველო ავტო ტექნიკა.