მართლმადიდებელი ეკლესია შობის დღესასწაულისთვის ემზადება - რა წესების დაცვა მოუწევს მრევლს

გამოქვეყნდა:

მართლმადიდებელი ეკლესია შობის დღესასწაულისთვის ემზადება. პანდემიიდან გამომდინარე წლევანდელი დღესასწაული განსხვავბულად ჩატარდება.

უკვე გაიარეს ტესტირება ალავერდის სამონასტრო კომპლექსში მცხოვრებმა სასულიერო პირებმა. მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლებათ ეკლესიის მსახურებს წირვაზე მისვლა.

წესების დაცვა მოუწევს მრევლსაც, ისინი ტაძარში დისტანციის დაცვით, პირბადეებით დაესწრებიან სადღესასწაულო ლიტურგიას.

წელს ტრადიციული ალილოც არ ჩატარდება და ქალაქის ქუჩებში მხოლოდ სასულიერო პირები ჩამოივლიან და მრევლს აკურთხებენ:

ალილოს მსვლელობა ჩატარდება მრევლის გარეშე, რათა არ მოხდეს მასიური თავყრილობა, სამღვდელოება რამოდენიმე სასულიერო პირთა ერთად გამოვალთ ქუჩებში და ხალხს მივულოცავთ და ვაკურთხებთ ქალაქს - ამბობს მამა იოანე, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი.

შემოწირულობები, რომელიც ალილოს მსვლელობისას გროვდებოდა წელს, ასევე განსხვავებული ფორმით შეგროვდება, მსურველებს შეეძლებათ ტაძრებში მიიტანონ. გარდა ამისა, რესპუბლიკის მოედანზე ამისთვის სპეციალური კარავი დაიდგმევა.

​საშობაო ლიტურგია ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში 23 საათიდან დაიწყება. სამებაში ელოდებიან პატრიარქს. მრევლი კი მისი საშობაო ეპისტოლეს მოლოდინშია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი