დღეს დილით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა - მსუბუქი ავტომობილი მიკროავტობუსს შეეჯახა. დაშავებულები მიკროავტობუსის მგზავრები არიან.
ერთერთი ვერსიით, ავარია გზის გამყოფი ჯებირიდან ჩამოყრილმა ქვებმა გამოიწვია, რომელზეც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი მოცურდა.
არის თუ არა დაცული მგზავრთა უსაფრთხოება კახეთის გზატკეცილზე სადაც 9 კილიმეტრიან ზოლზეა დაყრლი ირანიდან ჩამოტანილი თეთრი ქვები?
მუშების თქმით, მათ მხოლოდ ქვების დაყრა ევალებათ, დამაცვი ბარიერის მოწყობა კი მათ მოვალოებაში არ შედის.
ბეტონის ჯებირიდან ჩამოყრილი ქვები, რომ შესაძლოა გახდეს ავტოავარიის მიზეზი, ამაზე სპეციალისტები საუბრობენ.
კახეთის გზატკეცილზე 9 კილომეტრიან ზოლზე ირანიდან ჩამოტანილი თეთრი ქვების დაყრა მერიამ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მანამდე აქ დეკორატიული ბუჩქები იყო. რატომ შეიცვალა ქვებით გაზონი, ამაზე თავისი ვერსია აქვს ოპოზიციას.
არასამთავრობოებისა და ოპოზიციის ვერსიებზე მერია კომენტარს არ აკეთებს.
სპეციალისტების მუნიციპალიტეტის ხელმძღვანლეობას ურჩევენ, მგზავრთა მეტი უსაფრთხოებისთვის იზრუნონ, რადგან კახეთის გზატკეცილი ერთერთია იმ ქუჩებს შორის, სადაც ყველაზე ხშირია ავარიები, თუმცა რა მიზეზით და რა მონაკვეთზე, ეს შესწავლილი არ არის.