ქვეყნის მასშტაბით მეხანძრე-მაშველები ხანძარს ამ დროისთვის 9 ლოკაციაზე ებრძვიან

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მეხანძრე-მაშველთა 350 კაციანი შემადგელობით, 40 ერთეულამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკით და სასაზღვრო პოლოციის ვერტმფრენით განაგრძობს უწყვეტ რეჟიმში მუშაობას. ტყის და მინდვრის ხანძარს ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით 9 ლოკაციაზე ებრვძვიან.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში

  • ხანძრის ქრობის სამუშაოებში დილიდან ჩართო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ის ონში, სოფელ ონჭევის და წოლას  მიმდებარედ  მუშაობს. მეხანძრე-მაშველები განაგრძობენ სალოკალიზაციო სამუშაოებს ონში, სოფელ საკაოში, ცაგერში, სოფელ ჩქუმში, ლაილაშში და ზარაგულაში. 
  • რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის ხუთივე კერაზე იწვის ტყის ქვედა საფარი, ტყის მასივს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. 

სამეგრელო-ზემო სვანეთში

  • ტყის ქვედა საფარი და ეკალბარდი იწვის - ჯვარაში, სოფელ მუჟავაში, წალენჯიხაში, სოფელ სქურში და ჩხოროწყუში, სოფელ ნაფიჩხავოში.
  • ამ დროისთვის ძლიერი დაკვამლიანება, მხოლოდ სქურის კერაზე შეინიშნება, რაც გამოწვწეული ფოთლის წვით, სიტუაცია კონტროლს ექვდებარება. დანარჩენ ორ კერაზე, დარჩენილია რამდენიმე მხრჩოლავი წერტილი. 

ამ ეტაპზე ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობა არ არის შიდა ქართლში

  • კასპში, რკონის ხეობაში, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან 11 კილომეტრის დაშორებით არის. კერებთან ახლოს მიყვანილია სახანძრო ტექნიკა და მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ სალოკალიზაციო სამუშაოებს. 

4 იანვრის შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაფიქსირდა შეტყობინება, მინდვრის და ტყის 257 ხანძრის კერის შესახებ, მათგან 248 ლიკვიდირებულია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. 

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი